რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი ე.წ. „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანეს. ამის შესახებ აშშ ფინანსთა სამინისტრო იტყობინება. ბასტრიკინთან ერთად სანქციები გავრცელდება სახელმწიფო დუმის სპიკერ ანდრეი ლუგავოიზე, ბიზნესმენ დიმიტრი კოვტუნსა და გამომძიებელ სტანისლავ გორდიევსკიზე. ე.წ. მაგნიტსკის აქტი აშშ-მ 2012 წლის დეკემბერში მიიღო. შავ სიაში ათობით რუსი მაღალჩინოსანი და ბიზნესმენი მოხვდა.