თბილისში, ტრადიციული „შაბათის მარში“ იმართება. აქციის მონაწილეები ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან. აქციის სლოგანია: „საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ“.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „ დიდება საქართველოს, დიდება გმირებს“, „ ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს“.