ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება გრძელდება. პარტიის ოფისში გიგი უგულავას ელოდებიან.
პროცესების სამომავლო განვითარებაზე საუბრობს პეტრე ცისკარიშვილიც. მისი თქმით, პარტია ნაციონალური მოძრაობა არ იშლება და დაპირისპირებულ ჯგუფს გადაწყვეტილების მიღება 20 იანვრის ყრილობის შემდეგ მოუწევს.
„სასიამოვნო პროცესი არ არის, მაგრამ პარტია არ იშლება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ისევ რჩება განახლებული სახით მეშვიდე ყრილობის მერე. რა თქმა უნდა გარკვეულწილად ეს ჩვენ დაგვასუსტებს, მაგრამ ეს იმ ადამიანების არჩევანია, რომელბმაც გადაწყვიტეს, რომ საკუთარი გზა სხვა მიმართულებით გააგრძელონ.
შესაბამისად ნაციონალური მოძრაობა დარჩება იქ სადაც დარჩება. თავის სახელით, მით უმეტეს ყრილობის მერე და ის ჯგუფი, რომელიც გამოეყოფა ნაციონალურ მოძრაობას გასაგები ფორმალური მიზეზების გამო თუნდაც, შეარჩევს სხვა სახელს,“-განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.