გრიპის სიმპტომების აღმოცენებისას, პაციენტმა პირველ რიგში უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს და არა არა სასწრაფო დახმარებას, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე. დავით ერგეენკოს ინფორმაციით, ბოლო დღეებში გრიპისმაგვარი ვირუსის 254 შემთვევა დაფიქსირდა.
,,ჩვენ გვაქვს დაახლოებით იგივე სიტუაცია, რაც მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გვქონდა. ეს არ არის ეპიდემია, როგორც ასეთი. ეპიდემიას თავისი მახასიათებელი აქვს, კერძოდ, 500-ზე მეტი დაავადებული 100 000 მოსახლეზე. ახლა საბედნიეროდ გვაქვს მხოლოდ 254 ბოლო დღეების მდგომარეობით, თუმცა, იმის გამო, რომ გაზრდილია მნიშვნელოვნად მიმართვიანობა სასწრაფო დახმარების სამსახურებში - გუშინდელი მდგომარეობით 550 ზარი დაფიქსირდა, გამოძახება, რომელზეც რეაგირება ვერ მოხერხდა და ამ გამოძახებების უმეტესობა იყო სწორედ გრიპის სიმპტომების გამო, ჯანდაცვის სამინისტროს მიიღო გადაწყვეტილება, გააქტიუროს იგივე პროტოკოლი, რითაც ჩვენ ვმუშაობდით 3 კვირის განმავლობაში ამ წლის იანვარში. კერძოდ, დღესვე შეიქმნება ახალი სადისპეჩერო, სადაც გადამისამართდება ასეთი ჩივილების მქონე გამოძახებები და ზარები და უკვე ამ დაავადებების მართვას განახორციელებენ ოჯახის ექიმები. დამატებით გაიხსნება საოჯახო ცენტრები, რომლებიც 24/7-ზე რეჟიმში იმუშავებენ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.