რუსმა ოკუპანტებმა ზნაურის რაიონში კიდევ ერთი ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რესი" ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე 39 წლის ტარიელ ჯეირანაშვილი.
სეპარატისტები ჯეირანაშვილს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, დაკავების დროს მას თან პირადობის დამადასტურებელი არანაირი მოწმობა არ ჰქონდა.