აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორ ალექსანდრე ჩერნიაევთან ერთად ბიჭვინთაში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გამაჯანსაღებელი ცენტრის აღდგენის საკითხი განიხილა.
"გარდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა, ამ ბაზაზე შეძლებენ დასვენებას აფხაზი სტუდენტებიც. მნიშვნელოვანია, რომ აფხაზ და რუს სტუდენტებს ურთიერთობის საშუალება ჰქონდეთ და იმეგობრონ ერთმანეთთან", _ განაცხადა ჩერნიაევმა და დასძინა, რომ ამ ბაზაზე ასევე ჩატარდება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციები.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, სერგეი ბაღაფში მოსკოველი სტუმრის გეგმებს მიესალმა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე ბაღაფშმა აფხაზეთში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვიქტორ სადოვნიჩიი დაპატიჟა, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთს ივლისში ეწვევა.