სამართალდამცველებმა თაღლითთა ორგანიზებული ჯგუფი დააკვეს. როგორც შსს-ის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, შაქრო ქათამაძე, ედიშერ ტრაპაიძე, გოჩა ბოლქვაძე და ტრისტან ხარაიშვილი მოქალაქეებს ჩოლოქი-სარფის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოზე დასაქმებას ჰპირდებოდნენ, რის სანაცვლოდაც თითოეულ მოქალაქეს მოტყუებით 60 ლარს სძალავდნენ.
"ისინი ყოველთვიურად 1 350-ლარიან ანაზღაურებას იღებდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაზარალებულია ასობით მოქალაქე.
დანაშაული თავისუფლების 10 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.