რუსეთის ფედერაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთში განთავსებულ თავის სამხედრო ბაზაზე რთულ რადიოლოკაციურ მოწყობილობას აშენებს. განუცხადა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსანმა ბრიტანულ გაზეთ ""The Daily Telegraph "-ს.
"როგორც ხელისუფლება მიიჩნევს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის სიახლოვეს სამხედრო ობიექტების მშენებლობა მოწმობს მხოლოდ იმას, რომ მოსკოვი 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის განმეორებისათვის ემზადება. წყარო ასევე აცხადებს, რომ ცხინვალში დამონტაჟებული რადიოლოკაციური დანადგარი საქართველოს უსაფრთხოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს. მოწყობილობა რომელსაც ამონტაჟებს რუსეთი საშუალებას იძლევა, არა მხოლოდ თვითმფრინავების გადაადგილებისათვის თვალყურის დევნებას, არამედ მობილური და სხვა სიგნალებით განხორციელებული საუბრების მოსმენის შესაძლებლობაც აქვს კავკასიის ტერიტორიაზე და სამხრეთით მდებარე ტერიტორიებზე, ვიდრე ირანამდე", _ წერს ""The Daily Telegraph ".
მათივე ინფორმაციით, ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბაზირებულია 4 ათასამდე რუსი სამხედრო. საქართველოს წყაროებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე 2 ათასი რუსი სამხედროა.