გალის რაიონ სოფელ დიხაზურგაში აფხაზმა ბოევიკებმა რამდენიმე ქართველის საცხოვრებელი სახლი გადაწვეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთის მთავრობის გალის მიმართულების კოორდინატორმა თორნიკე კილანავამ განუცხადა, ქართველების სახლები ამ წუთებშიც იწვის.
"სოფელ დიხაზურგაში რამდენიმე ათეული ბოევიკი შევიდა ე.წ. მებაჟის გენადი კვიწიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მათ რამდენიმე ადამიანი დააკვეს, ხოლო მკველელობის ადგილთან სიახლოვეს მდებარე ქართველების სახლები გადაწვეს. გადამწვარია მურმან წიწიბუას, ძიგუას, შოთა კეკუას და სხვა სახლები. დაკავებულია ჟორა ფიფია მეუღლესთან ერთად, ბესიკ ჩხატელია და კიდევ რამდენიმე ადამიანი", - განაცხადა თორნიკე კილანავამ.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ხოლო დაკავებულები აფხაზმა ბოევიკებმა გალის საპყრობილეში გადაიყვანეს.