რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ იგი გააგრძელებს ძალისხმევას, რომელიც ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისკენ იქნება მიმართული. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყებაში დღეს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა VIII რაუნდის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე გაკეთდა.
"ბოლო დროს ცნობილი გახდა, ახალი შემთხვევების შესახებ, რომლებიც ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ, პირველ ყოვლისა, მექანიზმების ხაზით. ასევე გაგრძელდება უგზო-უკვლოდ დაკარგული და დაკავებული ადამიანების პრობლემის მოგვარებისკენ მიმართული ღონისძიებები ურთიერთმისაღები კომპრომისული ვარიანტების გამოყენებით", _ აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დისკუსიების მთავარ ამოცანად რჩება "იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ".
"რუსეთი გააგრძელებს ძალისხმევას ამ მიმართულებით", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.