სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ დაახლოებით ერთ თვეში მოსკოვიდან სოხუმის მიმართულებით ავიარეისები აღდგება. ეს განცხადება შამბამ ე. წ. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"ჩვენ მოველაპარაკეთ ერთ ავიაკომპანიას, რომელიც სამგზავრო და სატვირთო რეისებს შეასრულებს აფხაზეთში ვნუკოვოს ან დომოდედოვოს აეროპორტებიდან", _ განაცხადა შამბამ.
აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ დღეს სოხუმის ვლადისლავ არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ავიარეისების მომსახურებისთვის ემზადება.