აფხაზი სეპარატისტები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე გალის რაიონში გართულებული მდგომარეობის შესახებ საკითხს დააყენებენ. ეს განცხადება დღეს სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ გააკეთა.
მისი თქმით, საერთაშორისო მოლაპარაკებებზე აფხაზური მხარე მოითხოვს ევროკავშირის მისიისგან უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავის საქმეს.
"ტერაქტები გალის რაიონში საქართველოს სპეცსამსახურების მიერ ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების უგულისყურობის გამო, რომლებიც მრავლად არიან საქართველოში", _ აცხადებს ღვინჯია.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 8 ივნისსაა დაგეგმილი.