საქართველოს შს სამინისტრო ე.წ. კოკაინის საქმის ახალ დეტალებს ახმაურებს. შს მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძე და მთავარი პროკურატურის ოფიციალური წარმომადგენელი თინათინ ბურჯალიანი ამჟამად იმყოფებიან ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში და იქ ოფიციალურ მოლაპარაკებებს მართავენ რათა ნარკოტრეფიკის სქემის გაშიფვრაში ესპანელი სამართალდამცავები ჩაერთვნენ და მოხდეს დამნაშავეთა ჯგუფების სრული იდენტიფიცირება მათი დაკავება უკვე ექსტრადაცია იმ ქვეყნებში სადაც ისინი უშუალოდ ჩადიოდნენ დანაშაულს.
შს სამინისტრო ასევე აქვეყნებს ოპერატიულ ფარულ ჩანაწერებს. ამ ჩანაწერით დასტურდება თუ როგორ დაიქირავა ნუგზარ ბოჭორიშვილის მეგობარმა ქალბატონმა თბილისში ანასტასია მუსელიანმა დაქირავებული მკვლელი რომელსაც დაუკვეთა ამ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ ერთი წარმომადგენლის მოკვლა. ფარული ჩანაწერის დროს ვიდეოკამერა ეკეთა თავად ქილერს რომელიც ანასტასია მუსელიანთან ნუგზარ ბოჭორიშვილმა გამოაგზავნა. აღმოჩნდა, რომ დაქირავებული ქილერი რეალურად იყო შს სამინისტროს აგენტი და მას ანასტასია მუსელიანი აძლებს ბრძანებას მოხდეს იმ ადამიანის ლიკვიდირება რომელიც იყო ამ დამნაშავეთა ჯგუფის ერთ ერთი მთავარი პერსონა და სწორედ რომელ ადამიანსაც გადაჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება თურქეთის ტერიტორიაზე.