ოტობაიაში მაცხოვრებელ დითოლენდიების ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. ოჯახს ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლები დაესხნენ თავს.
ოჯახის ყველა წევრი სასტიკადაა ნაცემი. ყაჩაღები ოჯახის უფროსს საკარმიდამო ნაკვეთში დაესხნენ თავს და მასთან ერთად 11 წლის დათო დითოლენდიაც დააკავეს. ოჯახის უფროსთან ერთად მისი მეუღლეც აწამეს.
ოქროსა და ფულის გამოძალვის მიზნით დითოლენდიები ცხელი უთოთი დაშანთეს.
მოგვიანებით, რუსმა ოკუპანტებმა ოჯახის ახლობლებს ნაწამები, უგონო მდგომარეობაში მყოფი დითოლენდიები ზუგდიდში გადმოყვანის საშუალება არ მისცეს. ისინი ჩუმად, შემოვლითი გზით ზუგდიდში წუხელ გვიან ღამით გადმოიყვანეს.