რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კარბალის მკვიდრი დააკავეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. დიმიტრი და ნუგზარ თაყაძეები საქონელს მწყემსავდნენ, რა დროსაც პირუტყვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიისაკენ გადაინაცვლა. თაყაძეები საქონლის შემობრუნებას შეეცადნენ, თუმცა მათ რუსი ოკუპანტი მესაზღვრეები შეხვდნენ.
მათ თავიდან ორივე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით დიმიტრი გაათავისუფლეს, ნუგზარ თაყაძე კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
ადგილობრივების თქმით, ასეთი ფაქტების გამო მათ უჭირთ საქონლის მწყემსვა და მიწის დამუშავება.