რუსეთის ფედერაციის მთავრობამ მოიწონა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული შეთანხმების პროექტი "ორ ქვეყანას შორის საკონტროლო-გამშვები პუნქტის შექმნის შესახებ".
რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანების მიხედვით, "როსგრანიცას" მიეცა მითითება ე. წ. სამხრეთოსურ მხარესთან ხელი მოაწეროს აღნიშნულ შეთანხმებას. "როსგრანიცას" პუტინმა მისცა უფლება ამ შეთანხმებაში ისეთი ცვლილებებიც შეიტანოს, რომელსაც პრინციპული მნიშვნელობა არ ექნებათ.
შეთანხმების პროექტში საუბარი მიდის მრავალმხრივი გამშვები პუნქტის "ნიჟნი ზარამაგის" შექმნის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის სოფელ ნარის რაიონსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის სოფელ რუკის რაიონში.
აღნიშნული შეთანხმება მისი გაფორმებიდან ხუთი წლის განმავლობაში იმოქმედებს და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთ წელზე, იმ შემთხვევაში, თუკი "მხარეებიდან რომელიმე მისი მოქმედების შეწყვეტის შესახებ განცხადებას არ გააკეთებს".