რუსეთის კონტროლის პალატამ გენერალურ პროკურატურას ე.წ. სამხრეთ ოსეთში აღდგენითი სამუშაოების შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გადახედვა სთხოვა.
შემოწმების შედეგებით დაინტერესდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. კონტროლის პალატის ერთ-ერთი მთავარ პრეტენზიას წარმოადგენს ერთი კვადარტული მეტრის ფართობის გაზრდილი ღირებულება, რომელიც კომპანია "როსსტროის" ნორმატივებზე მაღალი და თითქმის ერთ მესამედით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებშია.
აუდიტორთა უკმაყოფილება იმ ფაქტორმაც გამოიწვია, რომ სამუშაოები განსაზღვრულ ვადებში არ შესრულდა. მანამდე კონტროლის პალატა განაცხადა, რომ ე.წ. სამხერთ ოსეთში საცხოვრებელი სახლების ღდგენის ფონდში 483 მლნ რუბლის დეფიციტი შეიქმნა. ოსი სეპარატისტები თავს იმით იმართლებდნენ, რომ ერთდროულად დიდი რაოდენობის სახლის აღდგენა იმ იმედით დაიწყეს, რომ რუსეთიდან დამატებით დაფინანსებას მიიღებდნენ.