რუსული მხარე ახალგორის ოკუპირებულ რაიონში რუსი ჯარისკაცის სიკვდილის მიზეზად თვითმკვლელობას ასახელებს.
ამის შესახებ "კავკაზკი უზელი" იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, თავდაპირველად ჯარისკაცის სიკვდილის მიზეზად სამხედროებს შორის უთანხმოება დასახელდა, რომელსაც სროლა მოჰყვა. თუმცა, რუსეთის ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მტკიცებით ჯარისკაცმა თავი მხოლოდ ყოფითი პრობლემების გამო მოიკლა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარზე ახალგორის რაიონში გარდაცვლილი რუსი ჯარისკაცი იპოვეს. გვამი სოფელ ქარჩოხში აღმოაჩინეს, მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა საფეთქლის არეში აქვს მიყენებული. რუსეთი ფედერაციის ჯარისკაცი სოფელ ქარჩოხის რუსულ სამხედრო ნაწილში მსახურობდა.