კახეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამხედროები სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოში გადაყვანილ სამხედროებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. რაც შეეხება მძიმედ დაშავებულ სამხედროებს, ისინი თბილისში გადმოჰყავთ.
კახეთში, ცოტა ხნის წინ სამხედრო ავტომანქანა გადატრიალდა, რომელშიც გავრცელებული ინფორმაციით, 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მივიდა.