სეპარატისტულ აფხაზეთში მუსულმანების რაოდენობა გაიზარდა. განცხადება ამის შესახებ სოხუმის მეჩეთის იმამმა სალიხ კვარაცხელიამ გააკეთა, პორტალ "ადიგეია ისლამისათვის" მიცემულ ინტერვიუში.
ცვლილებებზე საუბრისას, რომლებიც მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელდა, მას განსაკუთრებით ახარებს ახალგაზრდობა, რომელიც "თავის რელიგიას უბრუნდება". აღნიშნავს, რომ მუსულმანთა რაოდენობის ზრდას, იმამი ასევე აცხადებს, რომ აფხაზეთში დიდი მეჩეთის აგების აუცილებლობა გაჩნდა, ვინაიდან ისლამის მიმდევართა რაოდენობა დღითიდღე სულ უფრო და უფრო იზრდება.
მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, მორწმუნეებმა, საკუთარი ხარჯებით ადგილობრივი მეჩეთის კოსმეტიკური რემონტი ჩაატარეს. სოხუმში გაიხსნა სპეციალური სავაჭრო წერტილებიც, რომლებშიც ხორცის პროდუქტები რელიგიური მოთხოვნილებების დაცვით იყიდება. ამას გარდა, უფრო მაღალ ხარისხობრივ დონეზე დაიწყო გამოცემა აფხაზეთის მუსულმანების სულიერი მმართველობის გაზეთმა "ბარაკიატმა". გაიხსნა ახალი ოფისი აფხაზეთის მუსულმანების სულიერი მმართველობისა, ცალკე, მეჩეთის შენობისგან განსხვავებით. ასე, რომ სათვისტომოს ცხოვრება ნელა, მაგრამ მაინც ვითარდება.
ამას გარდა, იმამი კვარაცხელია ასევე საუბრობს იმის შესახებ, თუ რა სარგებელი მოუტანა მათ სათვისტომოს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებამ.
"აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ჩვენ გავხდით უფრო ღია მთელი მსოფლიოსათვის და პირიქით. ჩვენ უკვე ოფიციალურად გვეპატიჟებიან სხვა და სხვა ღონისძიებებზე, რომლებიც რუსეთისა და სხვა ქვეყნის მუსულმანების ორგანიზებულია", _ აცხადებს იმამი.