ქართული მხარე ახალგორის რაიონში რუსი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
"ახალგორის ოკუპირებულ რეგიონის ე.წ. საზღვართან არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. თუმცა შიგნით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რა მოხდა ინფორმაცია არ გვაქვს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოტა უტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარზე ახალგორის რაიონში გარდაცვლილი რუსი ჯარისკაცი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს. გვამი სოფელ ქარჩოხში იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა საფეთქლის არეში აქვს მიყენებული. მათივე ინფორმაციით, რუსეთი ჯარისკაცი სოფელ ქარჩოხის რუსულ სამხედრო ნაწილში მსახურობდა.