საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარზე ახალგორის რაიონში გარდაცვლილი რუსი ჯარისკაცი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს.
გვამი სოფელ ქარჩოხში იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა საფეთქლის არეში აქვს მიყენებული.
მათივე ინფორმაციით, რუსეთი ჯარისკაცი სოფელ ქარჩოხის რუსულ სამხედრო ნაწილში მსახურობდა.