ე.წ. სამხრეთ ოსეთი მობილური კავშირგაბმულობის ახალ კოდებზე გადავიდა. კერძოდ, აქამდე მოქმედი კოდი 928 კოდ 929-ით შეიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით, აქამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის კავშირგაბმულობას რუსული მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი "მეგაფონი" უზრუნველყოფდა. ამიერიდან კი "მეგაფონს" "ოსტელეკომი" ჩაანაცვლებს.
ოსური მხარე ასევე იუწყება, რომ ახალი ნომრები უკვე 10 ათასზე მეტმა აბონენტმა აიღო. ერთი წუთი საუბრის საფასური წუთში 9 რუსულ რუბლს შეადგენს.