სეპარატისტულ აფხაზეთში საკურორტო სეზონი დაიწყო. ტურისტების მიერ ყველაზე უფრო მონახულებადი ადგილი ახალი ათონია. გასულ წელს ახალი ათონი 400 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა. თუმცა ამგვარი რაოდენობის დამსვენებელთა განსათავსებლად საკმარისი ადგილები არ არის. არ არის საკმარისი არც სასტუმროებისა და არც კერძო სახლების რაოდენობა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სეზონის დაწყებამდე აფხაზეთში აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა. დაიგო ასფალტი, პარკებსა და სკვერებში დარგეს ყვავილები. ახალი ათონის ადმინისტრაციის უფროსი ფელიქს დაუთია აცხადებს, რომ ახალი ათონი საკურორტო სეზონისათვის მზადაა.
"ახალ ათონში უკვე არსებული ღირშესანიშნაობების გარდა, ახალი ღირშესანიშნაობები გაიხსნა. კერძოდ, მათ მიემატა კულტურული კომპლექსი _ პრომეთეს კედელი, რომელიც მითიური პერსონაჟებითაა მოხატული, გაიხსნა "აფხაზური სამეფოს" მუზეუმი. მუზეუმში აფხაზი ხალხის ცხოვრებისა და ყოფის ამსახველი მრავალი ექსპონატია, მაგრამ ყველაზე უნიკალურ არის ქვები, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნეს განეკუთვნება", _ იუწყება რუსული მედია.