ჰოლივუდის ვარსკვლავური წყვილის, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორებაზე პირველი კომენტარი მარიონ კოტიიარმა გააკეთა. 41 წლის მსახიობის განცხადებით, მას პიტთან რომანტიკული ურთიერთობები არ აკავშირებს და წყვილს სიმშვიდესა და თანხმობას უსურვებს. კოტიიარი აცხადებს, რომ თავს ბედნიერად გრძნობს, რადგანაც დიდი ხნის პარტნიორისგან მეორე ბავშვს ელოდება. ერთ-ერთი ვერსიით, პიტისა და ჯოლის ოჯახის დანგრევის მიზეზი სწორედ ფრანგი მსახიობი გახდა.