უკრაინის პრეზიდენტი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპმა მას შეხვედრაზე უარი უთხრა. „ასეთი შეხვედრა არც დაგეგმილა და არც უარი მიგვიღია,“-აცხადებს პეტრო პოროშენკო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის ლიდერს რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრა სურდა, სენატორმა კრის კუნსმა გაავრცელა. ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში პოროშენკომ უკვე გამართა შეხვედრა პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონთან.