მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ იოჰანესბურგშიც. ადგილობრივმა სტუდენტებმა სწავლის საფასურის გაზრდა გააპროტესტეს. მშვიდობიანი აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა დემონსტრანტთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. შეტაკებისას რამდენიმე სტუდენტი დაშავდა.