რუსული მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები სირიაში ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვის შესახებ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„თავდაპირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ კოლონას ექსტრემისტები მიყვებოდნენ და ჰუმანიტარული მისია სწორედ მათ ააფეთქეს. შემდეგ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კოლონა არც სირიულ და არც რუსულ ავიაციას არ დაუბომბავს. ბოლოს კი ირწმუნებოდნენ, რომ კოლონას უბრალოდ ცეცხლი გაუჩნდა. ვინმეს სჯერა ამ ყველაფრის? ჩვენ სახუმაროდ არ გვცალია. ეს ძალიან სერიოზული საქმეა და თუ რაიმეს ვამბობთ, ჩვენს სიტყვებზე პასუხი უნდა ვაგოთ,“-აღნიშნა ქერიმ.
ალეპოსკენ მიმავალ ჰუმანიტარულ კოლონაზე თავდასხმა 2 დღის წინ განხორციელდა, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა.