ნიუ იორკში საცხოვრებელ კომპლექს „წითელი მოედნის“ სახურავიდან ლენინის მონუმენტი ჩამოხსნეს. 5 მეტრიანი ქანდაკება ისთ ჰიუსტონის ქუჩაზე 22 წელი იდგა. დემონტაჟი კომპანია დერმოტმა განახორციელა, რომელმაც შენობა რამდენიმე თვის წინ შეისყიდა. ქანდაკების ავტორი ცნობილი საბჭოთა მოქანდაკე იური გერასიმოვი იყო. სკულპტურა მოსოვიდან ნიუ იორკში 90-იანი წლების დასაწყისში საცხოვრებელ კომპლექს „წითელი მოედნის“ მეპატრონემ ჩაიტანა.