ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლისთან დაშორებას ძალიან განიცდის. ამის შესახებ მან ჟურნალ People-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „რა თქმა უნდა, ძალიან განვიცდი, მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი შვილების ბედნიერებაა,“-ამბობს მსახიობი. განქორწინების განცხადება ჯოლიმ სასამართლოში 19 სექტემბერს შეიტანა. როგორც მსახიობი ამბობს, მან ეს „ოჯახის დასაცავად“ გააკეთა.