ინდონეზიაში წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა. დაღუპულია 20 ადამიანი, რომელთაგან ჯერჯერობით მხოლოდ 15-ის იდენტიფიკაცია მოხერხდა. დასავლეთ იავას პროვინციაში წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დატბორილია ასობით საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა დროებით თავშესაფრებშია გადაყვანილი.