მოსკოვი სირიაში ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვას კვლავ კატეგორიულად უარყოფს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კოლონა სავარაუდოდ ისლამისტებმა ააფეთქეს. შოიგუს უწყებამ ცოტა ხნის წინ ახალი ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ მიყვება სატვირთო მანქანებს ავტომანქანა, რომლიდანაც ექსრტემისტები კოლონას ყუმბარმტყორცნს უმიზნებენ. ჰუმანიტარულ კოლონაზე საჰაერო იერიში 20 სექტემბერს განხორციელდა, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა. ამერიკული მხარის მტკიცებით, კოლონა რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა დაბომბეს.