“ისლამური სახელმწიფო” რუსი აგენტის ტყვეობის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. მძევლად აყვანილი მამაკაცი აცხადებს, რომ ის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მეორე ოპერატიული განყოფილების შტატგარეშე თანამშრომელი კაპიტანი ევგენი პეტრენკოა.
მძევალი აცხადებს, რომ მოსკოვის ოლქის ქალაქ ცარიცინის მცხოვრებია. ის რუსეთის ხელისუფლებას შველას სთხოვს.