მასობრივი არეულობები ჩრდილოეთ კაროლინაში. საპროტესტო მსვლელობები ქალაქ შარლოტში სამართალდამცავებთან შეტაკებაში გადაიზარდა. შედეგად 12 პოლიციელი დაშავდა. რამდენიმე მათგანი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მასშტაბური საპროტესტო აქცია შარლოტში მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ პოლიციელებმა ახალგაზრდა აფროამერიკელი მოკლეს. სამართალდამცავთა განცხადებით, დაკავებისას ეჭვმიტანილმა წინააღმდეგობა გაწია.