გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი თურქ კოლეგას შეხვდა. პეტრო პოროშენკომ და რეჯეფ თაიფ ერდოგანმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე იმსჯელეს. თურქეთის ლიდერმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ერდოგანმა ღიად განაცხადა, რომ მოსკოვთან დიალოგის აღდგენის მიუხედავად, თურქეთი ყირიმის საკითხთან დაკავშირებით პოზიციას არ შეიცვლის.