ნიუ იორკის ტერაქტში ეჭვმიტანილ ახმად ხან რაჰამის პროკურატურამ ბრალდება კიდევ ერთი მუხლით წაუყენა. მას მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ. ამჟამად ტერორისტი საავადმყოფოში იმყოფება. დაკავებისას ის მძიმედ დაიჭრა. მასშტაბური ტერორისტული აქტები ნიუ იორკსა და ნუ ჯერსიში 17 სექტემბერს განხორციელდა, რის შედეგადაც 29 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ ახლომდებარე კვარტლებში კიდევ 5 ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.