უკრაინის უმაღლესი რადა რუსეთის ახალი მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს. შესაბამის ინიციატივას მხარი 264-მა დეპუტატმა დაუჭირა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ პარლამენტი არ აღიარებს დუმის არჩევნების შედეგებს და შესაბამისად, მის შემადგენლობას, უფლებამოსილებებს, მიღებულ აქტებსა და გადაწყვეტილებებს.
უკრაინელი კანონმდებლების თქმით, ყირიმისა და სევასტოპოლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩევნები უკანონოდ ჩატარდა.