კოსტა რიკაში მოქმედმა ვულკანმა გაიღვიძა. ტურიაბლას კრატერიდან ვულკანური ფერფლი იფრქვევა, რის შედეგადაც სტიქიის ზონაში მხედველობაა შეზღუდული. ამის გამო კოსტა-რიკის საერთაშორისო აეროპორტმა ფრენები დროებით შეწყვიტა. მთისძირა რაიონებიდან კი რამდენიმე ათეული ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.