თეირანს არ სჯერა, რომ ამერიკულმა ავიაციამ სირიის არმიის პოზიციები შეცდომით დაბომბა. ამის შესახებ ირანის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ჰუსეინ ამირ აბდოლაჰიანმა განაცხადა. „შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სირიის არმია დაასუსტოს და ტერორისტულ დაჯგუფებებს გაუხსნას გზა,“-აღნიშნა აბდოლაჰიანმა. საჰაერო დარტყმები დეირ-ეზ-ზორის რაიონში 17 სექტემბერს განხორციელდა, რასაც 62 სირიელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.