იაპონიის კუნძულ ოკინავაზე უძველესი დროის თევზსაჭერი კაუჭები აღმოაჩინეს. მეცნიერთა ვარაუდით, ახალი აღმოჩენა 23 ათასი წლით თარიღდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადგილობრივი ტომები მეთევზეობით ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყვნენ დაკავებულნი. ამისთვის ისინი საკმაოდ განვითარებულ ტექნოლოგიებს იყენებდნენ.