შეერთებული შტატები და ნორვეგია კოლუმბიას დანაღმული ტერიტორიების განსანაძრად 36 მილიონ დოლარს გამოუყოფენ. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. კოლუმბიის მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ტერიტორიები ამ დრომდე დანაღმულია. დანაღმული ტერიტორიების მოცულობით კოლუმბია მსოფლიოში მეორე ადგილზეა, პირველ ადგილს კი ავღანეთი იკავებს.