ნიუ იორკში ტერაქტში ეჭვმიტანილები დააკავეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „ეი-ბი-სი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმკაციით, დაკავებულია 5 პირი. მათი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. ასაფეთქებელი მოწყობილობა ნიუ იორკში გუშინ ჩელსის რაიონში ამოქმედდა, რის შედეგადაც 29 ადამიანი დაშავდა. კიდევ ერთი აფეთქება გუშინ ნიუ ჯერსიში მოხდა. გამთენიისას კი პოლიციამ ტერაქტების ადგილას კიდევ ორი ბომბი აღმოაჩინა.