სახელმწიფო დუმის არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხალხს სტაბილობა სურს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „ხალხს უნდა დარწმუნებული იყოს, რომ პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში საიმედოა. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებს უჭირთ, ბევრი პრობლემა აქვთ, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ასეთი შედეგი გვაქვს,“-აღნიშნა პუტინმა. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში გუშინ ჩატარდა. მმართველმა პარტიამ ამომრჩეველტა ხმების 54 პროცენტი მიიღო.