არჩევნების შედეგების კომენტირებისას პუტინი ხუმრობის ხასიათზე დადგა. „როდესაც ტელევიზიით ვუყურებდი ჩემს გამოსვლას, იმას, თუ როგორ მოვუწოდებდი ხალხს არჩევნებზე მისულიყვნენ, გავიფიქრე, რომ არათუ ხალხს, არამედ ჩემს თავსაც მოვაბეზრე უკვე თავი,“-განაცხადა პუტინმა. საპარლამენტო არჩევნები რუსეთში გუშინ ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, „ერთიანი რუსეთი“ მომავალ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით შევა.