არჩევნებზე ელექტორატის განსაკუთრებული აქტივობა არ დაფიქსირებულა, მაგრამ ის მაინც მაღალი იყო. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ადამიანებმა თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია გამოავლინეს. აქტივობა არ ყოფილა ისეთი დიდი, როგორიც წინა არჩევნებზე გვინახავს, მაგრამ ის მაინც მაღალი იყო. ჩვენი პარტიისთვის შედეგი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი პარტიისთვის. შედეგი კი ნამდვილად კარგი გვაქვს,“-აღნიშნა პუტინმა.