გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია კიდევ ერთხელ დამარცხდა. მერკელის გუნდმა რეგიონალური არჩევნები ამჯერად ბერლინში წააგო. ეგზიტპოლის მონაცემებით, ქრისტიან-დემოკრატებს ხმა ამომრჩეველთა 18 პროცენტმა მისცა, სოციალ-დემოკრატებმა 22 პროცენტი მიიღეს, მესამე-მეოთხე პოზიციებს კი ხმათა 15 პროცენტით მემარცხენეები და მწვანეები ინაწილებენ. არჩევნების შედეგები სოციალ-დემოკრატებს, მწვანეებსა და მემარცხენეებს საშუალებას აძლევს ახალი კოალიცია შექმნან და ქრისტიან-დემოკრატებს ხელისუფლება დაატოვებინონ.