ბარაქ ობამა ამერიკის ფერადკანიან მოსახლეობას ჰილარი კლინტონის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, თუ აფროამერიკელები ხმას პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს არ მისცემენ, ეს მისი შეურაცხყოფა იქნება.
„საარჩევნო ბიულეტენებში ჩემი გვარი არ არის შეტანილი, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ჰილარი კლინტონისთვის ხმის მიცემით მე მაძლევთ ხმას,“-აცხადებს ობამა.