ბელგრადში უსაფრთხოების ზომები უკიდურესად არის გამკაცრებული. ამის მიზეზი გეი-აღლუმი გახდა, რომლის ჩატარებას ადგილობრივი ლგბტ ორგანიზაცია სერბეთის დედაქალაქში დღეს აპირებს. გასულ წლებში გეი-აღლუმები ბელგრადში მასობრივი არეულობებით აღინიშნა. ლგბტ წარმომადგენლებს თავს რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდები დაესხნენ.