საუდის არაბეთში თავს პოლიციელებს დაესხნენ. სამართალდამცავებს ცეცხლი ქალაქ ედ-დამანში პატრულირებისას გაუხსნეს. შედეგად 2 პოლიციელი სასიკვდილოდ დაიჭრა. მათი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ედ-დამანი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადიდან 400 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი სუნიტებით არის დასახლებული.