მასობრივი არეულობები კიევში. ორგანიზაცია „სვობოდას“ აქტივისტებმა რუსეთის საელჩოს ბლოკირება სცადეს, რაშიც მათ ხელი პოლიციამ შეუშალა. შეტაკებისას ერთი ადამიანი დაშავდა. ამ წუთებში საელჩოსთან ნაციონალისტები მიტინგს მართავენ. ისინი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებენ, არჩევნებში ხმა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე მისცენ. საპარლამენტო არჩევნები რუსეთში დღეს დილის 9 საათიდან დაიწყო. საარჩევნო უბანი კიევში რუსეთის საელჩოშიც გაიხსნა.